Saturday, June 29, 2019

გაკვეთილის გეგმები


                                                  სსიპ   . თბილისის N154 საჯარო სკოლის III2კლასში ჩატარებული

                                                                                         სამოდელო გაკვეთილის გეგმა

                                                                                                                                                      7.05.2019 წელი

                                    
მასწავლებლის სახელი , გვარი  :       ნანა კაკაბაძე
საგანი :  ქართული ენა  (მე-3 კლასი;  ავტორი: ნინო გორდელაძე)
სწავლებლის საფეხური /კლასი :  დაწყებითი/ III2  კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა :  28  მოსწავლე, მათ შორის  1 სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა : ვაჟა-ფშაველას ,,ჩხიკვთა ქორწილი“
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული გაკვეთილი (ქართული ენა; ბუნებისმეტყველება; მე და საზოგადოება)
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ზღაპრის პერსონაჟების დახასიათებას და ხელნაკეთი ნივთების შექმნას; მათი მოქმედებების, მოტივის, გრძნობებისა და ემოციების შეფასებას, შეკითხვების დასმას, ტექსტის შინაარსის საფუძვლიანად გაგებას; კოგნიტურ სქემებზე მუშაობას, ტექსტის მთავარი იდეის ამოცნობას, მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გაკეთებას, ერთი საგნის/თემის დაკავშირება მეორე სასწავლო საგანთან/თემასთან, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას, შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას - ტრანსფერს.
   ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნების, წარმოსახვის,  ჯგუფური მუშაობის,კომუნიკაციის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო  ტექნოლოგიების გამოყენების   უნარები.გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ.  
.  



N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა / ფორმები
სასწავლო რესურსები

დრო (წთ)
1
აქტივობა:(საორგანიზაციო ნაწილი), გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა.
მიზანი: მოსწავლეები წინასწარ გაეცნობიან გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.
ვერბალური
მთელი კლასი
შეფასების კრიტერიუმები
( დანართი3)

       1 წთ
2
აქტივობა: ,,მოსწავლე მასწავლებელი“(ზღაპრის მახასიათებლების ამოცნობა)
მიზანი:  მოტივაციი შექმნა,  წინარე  ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  დასვამს კითხვებს : რა არის ზღაპარი? რა სიტყვებით იწყება ზღაპარი? რა სიტყვებით მთავრდება? ვინ იმარჯვებს ზღაპარში?  როგორი შეიძლება იყოს ზღაპარი?(ხალხური ან ლიტერატურული) რა განსხვავებაა მათ შორის? რომელია შენი საყვარელი ზღაპარი? ვინ არის მთავარი პერსონაჟი? გაიხსენე ხალხურია, თუ ლიტერატურული?  ჩვენი გაკვეთილის თემა ზღაპარი ,,ჩხიკვთა ქორწილი“ ვის ეკუთვნის?
ამ აქტივობაში ჩართულია სსსმ მოსწავლე.

კითხვა-პასუხი
ინდივიდუალური


        3 წთ
3
აქტივობა: საშინაო დავალების შემოწმება.
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის ლოგიკურ ერთეულებად დაყოფა  და გეგმის შედგენა; ივარჯიშოს ხელნაკეთი ნივთების შექმნაში;
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები(2-3) კითხულობენ საშინაო დავალებას. შესწავლილი ზღაპარის ,,ჩხიკვთა ქორწილის“  მე-4 თავი უნდა დაეყოთ  ლოგიკურ აბზაცებად და დაეწერათ გეგმა. ასევე ჯგუფებს უნდა შეერჩიათ ზღაპრიდან მათთვის სასურველი რომელიმე ეპიზოდი და ხელნაკეთი ნივთებით შეექმნათ ამ ეპიზოდის მოქმედი გმირები.


ზეპირსიტყვიერი მეთოდი.









ინდივიდუალური









წიგნი; რვეული; ფანქრები;
 მუყაო; ფერადი ფურცლები, პლასტელინი.
         2წთ
4
აქტივობა: ,,კითხვების დასმა’’
მიზანი: მოსწავლემ შეძლოს ტექსტის გააზრება; ადეკვატური კითხვების მოფიქრება წაკითხულის გარშემო და პასუხის გაცემა დასმულ კითხვებზე;
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს კითხვით სიტყვებს: რა? სად? როგორ? რატომ? და ჯგუფებს ავალებს ნასწავლ ტექსტზე დაყრდნობით  მოიფიქრონ კითხვები ჩამოთვლილი კითხვითი სიტყვების გამოყენებით. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებელი აკითხებს, სხვა მოსწავლეებთან ერთად აფასებს, ახარისხებს  მათ ადეკვატურობას და წერს დაფაზე. ამის შემდეგ მოსწავლეები  ზეპირად პასუხობენ  წარმოდგენილ  კითხვებს.

ამ აქტივობაში ჩართულია სსსმ მოსწავლე.
წერითი მუშაობის მეთოდი
ჯგუფური

დაფა; ცარცი; ფურცლები, ავტოკალამი
      8წთ
5






















6.
აქტივობა: ,,სემანტიკური მატრიცა“ (იხ.დანართი 1)
მიზანი:  მოსწავლეებმა იმსჯელონ ტექსტის პერსონაჟების თვისებებზე, მოიყვანონ არგუმენტები და დაასაბუთონ.
აქტივობის აღწერა: მაწავლებელი კლასის მართვის პროგრამის  რეჟიმის საშუალებით ბუკებში გაუგზავნის ცხრილს ,,სემანტიკური მატრიცა“ მოსწვლეებმა უნდა განსაზღვრონ  პირვე ვერტიკალურ      (სადაც წერია ზღაპრის მთავარი პერსონაჟები) და პირველ ჰორიზონტალურ ზოლში ( სადაც წერია პერსონაჟის თვისებები) მოცემული სიტყვების ურთიერთკავშირი და  მათ გადამკვეთ უჯრაში შესაბამისი ნიშნები უნდა აღნიშნონ (+ ან  -). პარალელურად მასწავლებელი დაფაზე გააკრავს ამ ცხრილს და მოსწავლეებს აჩვენებს ცხრილის შევსების ნიმუშს.   სემანტიკური მატრიცის შევსების შემდეგ მოსწავლეები  იმსჯელებენ, პერსონაჟების მოქმედების მოტივზე, ემოციებზე და შეაფასებენ, მოიშველიებენ არგუმენტებს და დაასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს. ასევე  დაასახელებენ ნაწარმოების არამთავარ პერსონაჟებს და განმარტავენ,რომ ჩამოთვლილი სიტყვები(ერთგვარი წევრები) ნაწერში ერთმანეთისგან მძიმით უნდა გამოიყოს.
სსსმ მოსწავლის დავალება: დაასრულე სიტყვები და დასვი სასვენი ნიშნები.



აქტივობა: შეავსე გრაფიკული მაორგანიზებლები
მიზანი:  მოსწავლეებს განუვითარო ტექსტის ანალიზის, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დააკვირდნენ ცხრილში ჩამოთვლილ ცხოველებს და დააჯგუფონ ორი ნიშნის მიხედვით (მაგ.ფრინველები და ცხოველები; ) T დიაგრამაში.
 
                ფრინველები    ცხოველები             
             ჩხიკვი                   თაგვი
             კოდალა                მელა
             ბულბული
             არწივი

T დიაგრამის შევსების შემდეგ კი მოსწავლეები შეავსებენ ვენის დიაგრამას და ისაუბრებენ მათ საერთო თავისებებზე და განსხვავებებზე.

       ფრინველები                 საერთო                ცხოველები




შემდეგ მასწავლებელი დასვამს კითხვებს:
-სად დაიდეს ბინა ქეთევანმა და ზაქარამ?
- რა  იყო მათი შეუღლების მიზანი?(ოჯახის შექმნა)
-როგორ ფიქრობთ, როგორ ოჯახს შექმნიდნენ ისინი?
- რამ გადაარჩინა ჩხიკვების სიყვარული? (ერთობის ძალამ)
-გაიხსენეთ ქართულ ენაში ცოლ-ქმრის შესატყვისი სიტყვა?( მეუღლე)
-როგორი წარმოგიდგენიათ მათი მომავალი?
-რა არის ამ ზღაპრის მთავარი სათქმელი?
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოჯახი მეგობრული და ბედნიერი იყოს?
- როგორ ინაწილებენ უფლებებს ქალი და მამაკაცი ოჯახში?
-რომელი საარსებო გარემოს ბინადრები არიან ნაწარმოებში დასახელებული პერსონაჟები? (ტყის)
- რა სარგებლობა მოაქვს ტყეს? ფრინველებს?

სსსმ მოსწავლის დავალება:  ის ირჩევს და ხატავს რომელიმე ზღაპრის გმირს, საუბრობს მის თვისებებზე.

ინდუქციური მეთოდი





















დემონსტრირების მეთოდი
კოგნიტური ცხრილები:  T დიაგრამა; ვენის დიაგრამა;
კითხვა-პასუხი









მთელი კლასი





















                

მთელი კლასი


 ბუკი; ცხრილი; ბარათი;























ცხრილები, დაფა, ცარცი.


            7წთ






















   7 წთ

7.














 აქტივობა: დიორამა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა საფუძვლიანად  გაიგონ და გაიაზრონ ტექსტი, ისწავლონ დეტალებზე დაკვირვება დამახსოვრება, გამოავლინონ წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარები.
აქტივობის აღწერა: აქტივობას მასწავლებელი დაგეგმავს ორი დღით ადრე. ტექსტის დამუშავების შემდეგ აუხსნის,რა არის მათი ამოცანა და სთხოვს, სახლში შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოყენებით, ნაწარმოებიდან წინასწარ შერჩეული  სცენები  ჯგუფებში გააცოცხლონ   დიორამის შექმნით.  მოსწავლეებს მოაქვთ საჭირო მასალა და იწყებენ მუშაობას.  მათ საშუალება ეძლევათ შემოქმედებითად მიუდგნენ  სამუშაოს. მუშაობის დასრულების შემდეგ, ტექსტის გამთლინების მიზნით კლასში განიხილება თითოეული ნამუშევარი.
  
ამ აქტივობაში მონაწილეობს სსსმ მოსწავლე.

პრაქტიკული მეთოდი
ჯგუფური
ფურცლები, მაკრატელი, მუყაო, წებო, პლასტილინი, ფერადი ფურცლები, ფერადი ფანქრები.
   15 წთ
















8.


გაკვეთილის შეჯამება-შეფასება; შეფასების რუბრიკა
( იხ. დანართი 3)



შეფასების რუბრიკა

2 წთ

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები : ქართ
.დაწყ.(1).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხის მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟებების, მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
ქართ.დაწყ.(1).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება, ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მიწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(1).9. მოსწავლემ უნდა შეძლოს წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში კონკრეტული საკითხების შეფასება.
საზ. მეც. დაწყ. (I). 1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარი თავის აღქმა საზოგადოებრივი ჯგუფების - ოჯახის, სამეგობროს, სკოლის, თემის - წევრად;
საზ. მეც. დაწყ. (I). 13.ბავშვის   უფლებებისა და მოვალეობების, ასევე ოჯახისა და საზოგადოების წინაშე პასუხიმგებლობის  გაცნობიერება;
ბუნ.დაწყ.(I).2.  ორგანიზმების დაჯგუფება, ჯგუფების დახასიათება და შედარება, მათი ტიპური წარმომადგენლების აგებულებაზე თავისებურებებზე მსჯელობა;
ის ტექნ. (I).1. ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებებისა და ოპერაციების ფლობა.
შეფასება :      განმავითარებელი შფასება                  
ხელმოწერა:
თარიღი:
             







                  
                       
დანართი 1
პერსონაჟი
ყურადღებიანი
გამბედავი
მხიარული
დაღონებული   წუწკი    თამამი     ღირსეული  ბედნიერი
ჩხიკვი ზაქარა




ჩხიკვი ქეთევანი





არწივი





წრუწუნა




ბულბული






მელა





კოდალა















დანართი N2
სსსმ მოსწავლის დავალება: დაასრულე სიტყვები და დასვი სასვენი ნიშნები:
ა) რამდენიმე ფრინველმა არწივის მოპატიჟებაზე უარი თქვ...
ბ) წრუწუნა და კაჭკაჭმა ქორწილში დავლური ჩამოუარ...
გ) ფრინველებმაც გააბეს საერთო სიმღერ...

                                                                                   შეფასების კრიტერიუმები
შეფასების კომპონენტი
დაბალი



საშუალო


მაღალი

ტექსტის შინაარსის გაგება-გააზრება

 არ შეუძლია ზღაპრის გააზრება და შინაარსის გადმოცემა.  . ვერ ახდენს დეტალებზე დაკვირვებას, კითხვების დასმას.უჭირს
ძირითადი თემის ამოცნობა, ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე  მსჯელობა, მათი საქციელის შეფასება.


ნაწილობრივ გამოხატავს  პირად დამოკიდებულებას  ტექსტის იდეის, მასში განხილული საკითხის მიმართ; სხვისი დახმარებით შეუძლია შეაფასოს ზღაპრის  პერსონაჟები, ნაწილობრივ ახერხებს კითხვების დასმას.
 გამოხატავს პირად დამოკიდებულებას  ზღაპრის პერსონაჟების მიმართ; ტექსტის მიხედვით სვამს კითხვებს და  ადეკვატურად  პასუხობს.  გამოიცნობს ტექსტის  მთავარ სათქმელს, დამოუკიდებლად გამოაქვს დასკვნა და აგრძელებს მასში ასახულ ამბავს.
ჯგუფური  მუშაობის უნარი

მოსწავლეები არ არიან ჩართული ჯგუფურ მუშაობაში.
ჯგუფის წევრები ნაწილობრივ არიან ჩართული  ჯგუფურ მუშაობაში, ნაკლებად ცდილობენ თავიანთი  წვლილი შეიტანონ  დავალების შესრულებაში.
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად არის ჩართული. უსმენენ ერთმანეთს თანამშრომლობენ,(აზრს გამოხატავენ თანაბარ პირობებში).
აქტიურობა/ჩართულობა; შემოქმედებითობის უნარი.
მოსწავლე არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში. პასიურია, არ უსმენს მოსაუბრეს.  არ მონაწილეობს ხელნაკეთი ნივთების შექმნაში.
მოსწავლე ნაწილობრივ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში,  უჭირს ყურადღების კონცენტრირება. ცდილობს მონაწილეობა მიიღოს რესურსის შექმნაში.
მოსწავლე ჩართული
საგაკვეთილო პროცესში,აქტიურია და ხარისხიანად ასრულებს მასწავლებლის მიერ შეთავაზებულ დავალებებს.  ავლენს წარმოსახვისა და შემოქმედებით უნარებს.

დანართი N3
             



1 comment: