Wednesday, July 10, 2019

კვლევა





       
   ედაგოგიური    პრაქტკის კვლევის ანგარიში
   
  საკვლევი თემა:    ლექსიკური მარაგის                პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში
   
  სსიპ . თბილისის N154 საჯარო  სკოლის   დაწყებითი 
 (I –IV)  კლასების პედაგოგიუფროსი მასწავლებელი  
  ნანა კაკაბაძე



 

    
































                                           

                               სარჩევი:


     1.  შესავალი ------------------------------------------------------ 3
      2.  სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი.---------------3
 3.  ლიტერატურის მიმოხილვა.----------------------------------5
      4.   კვლევის მეთოდები;  მონაცემთა ანალიზი.------------------8
      5.   კვლევის ძირითადი მიგნებები. -----------------------------9
     6.   ინტერვენციების დაგეგმვა. -----------------------------------9
     7.  განხორციელებული ცვლილებები. ------------------------------10
     8.  რეკომენდაციები და ინტერვენციების შეფასება.------------11
     9.  მიღებული შედეგის შეფასება.------------------------------------12
    10.  გამოყენებული ლიტერატურა------------------------------- 13
    11.  დანართები------------------------------------------------------14
     12. რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ-----19











1.   შესავალი
  უბადრუკი მეტყველება უბადრუკი აზროვნების ნიშანია” – ლევ ტოლსტოი.
   ლექსიკა არის ენაში არსებული სიტყვების მარაგი, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვამყარებთ ზეპირ და წერით კომუნიკაციას.
      მდიდარი ლექსიკური მარაგი კითხვასა და სწავლაში წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.  ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი. ის, რომ მათ სიტყვების მარაგი არ აქვთ, ამის მიზეზი გარდა უწიგნურებისა, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის შედეგიცაა. მეტყველებისა  და ლექსიკის განვითარება,  მშობლიური ენის სიმდიდრე, ინდივიდის ჩამოყალიბებისა და განვითარების ერთ-ერთ ძირითად ელემენტს წარმოადგენს. ლექსიკური მარაგის გამდიდრება ყოველთვის აქტუალურია.  გააზრებული კითხვაც და წერაც მნიშვნელოვნად ლექსიკურ მარაგზეა დამოკიდებული. ცხადია,წარმატებული მკითხველი გაცილებით დიდ ლექსიკურ მარაგს ფლობს,უფრო სწრაფად და უკეთ იგებს ახალ ცნებებს, აზრებს და იდეებს, ვიდრე-ჩამორჩენილი. ეს კი განპირობებულია ერთი მარტივი მიზეზით: წარმატებული მკითხველი ბევრს კითხულობს და შესაბამისად მეტი ახალი ლექსიკური ერთეულის შეთვისებას ახერხებს, ხოლო ჩამორჩენილი მკითხველი კი პირიქით, ცოტას ან თითქმის არ კითხულობს,შესაბამისად, იგი ვერ ეუფლება კითხვის საჭირო სტრატეგიებს, რაც განაპირობებს მისი ლექსიკური მარაგის სიღარიბეს.  ყოველივე ეს მოსწავლის სწავლაში (ნებისმიერ საგანში)  ჩამორჩენის მიზეზი ხდება.
     ცხადია,რომ ხშირად კარიერული წარმატება, ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ უკავშირდება ადამიანის ორატორულ ნიჭს, აზრების მკაფიო და ლამაზი გადმოცემის უნარს.
2.   სიტუაციის ანალიზი და საკვლევი საკითხი.
  პრაქტიკის კვლევა ჩავატარე მესამე კლასში,ანუ სამიზნე ჯგუფია მესამე კლასის 28 მოსწავლე, მათ შორი 1 სსსმ მოსწავლე (მოსწავლე კოგნიტურ განვითრებას არ ჩამორჩება)  კლასი საშუალო სტატისტიკური მოსწრების დონისაა. ნაწილი მაღალი მონაცემებით გამოირჩევა,  ნაწილი -საშუალი, ნაწილი კი ძნელად აღწევს ესგ გათვალისწინებულ სტანდარტის მოთხოვნებს. საკვლევი საკითხის შერჩევა განაპირობა მისმა აქტუალობამ. მესამე წელია ვასწავლი ამ კლასს, საგაკვეთილო პროცესი ხშირად ვიყენებ სწავლების სხვადასხვა სტრატეგიებს რომელთა საშუალებითაც მოსწავლე ცოდნას შეიძენს, გადაამუშავებს, გააანალიზებს, კრიტიკულად შეაფასებს, გონებაში ჩაიბეჭდავს, საჭიროების შემთხვევაში გამოიხმობს და სხვადასხვა სიტუაციაში გამოიყენებს.  მიუხედავად ამისა შევამჩნიე, რომ მოსწავლეთა ნაწილს (განსაკუთრებით არაქართველ მოსწავლეებს) კითხვის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება და გააზრების უნარის შეფერხება ჰქონდათ, ასევე უჭირდათ ტექსტის შინაარსის გადმოცემა როგორც ზეპირად, ისე წერილობით.დავინტერესდი ამ პრობლემით და სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩავატარე დიაგნოსტიკური ტესტირება. მართალია, ჩემს მოსწავლეებს ამ ეტაპზე გააჩნიათ გარკვეული ლექსიკური მარაგი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნაწილს სიტყვის აღქმისა და გაშიფვრის სირთულე აქვს,რამაც შეაფერხა მათი კითხვისა და გააზრების ავტომატიზაციის პროცესი. ეს   პრობლემა არამარტო კლასის არაქართველ,არამედ ქართველ მოსწავლეებშიც გამოიკვეთა, ყოველივე ამის გათვალისწინებით გადავწყვიტე შემესწავლა არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები და მიზანმიმართულად დავხმარებოდი მოსწავლეებს შედეგების გაუმჯობესებაში, ამიტომ დავგეგმე ჩამეტარებინა სიღრმისეული კვლევა.
საკვლევი საკითხი ჩამოვაყალიბე შემდეგნაირად: დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებში მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემები, ამ პრობლემის გადასაჭრელად  დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები და მათი შედეგები.
კვლევის მიზანი:  

·         დაწყებით კლასებში ლექსიკური მარაგის სიმწირის  მიზეზების შესწავლა, გამოკვლევა.
·         პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.
·         შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება.
·         მიღწეული შედეგების შეფასება
კვლევის ამოცანები:
·          მოსწავლეებში დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება.
·          დაწყებითი კლასის მასწავლებლების გამოკითხვა-ანკეტირება;
·         ფოკუს–ჯგუფის შექმნა.
·          მოსწავლეთა მშობლების გამოკითხვა-ანკეტირება;
·          ინტერვიუ- მოშობლებთან;
·           მონაცემების ანალიზი; 
·           შედეგების და დასკვნების პრეზენტაცი
პირველი დიაგნოსტიკური ტესტირება ჩავატარე  პირველ სემესტრის ბოლოს. ტესტირების მიზანი იყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გაგებისა და კონტექსტის გათავალისწინებით სწორად გამოყენებული უნარის შემოწმება. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ კლასის მოსწავლეთა 55% უჭირს ლექსიკური ერთეულებზე შედგენილი სავარჯიშოების შესრულება.  ახალი სიტყვების გაგება–გააზრება. ამა თუ იმ სიტყვის განსხვავებულ კონტექსტში გაგება. (იხ.დანართიN1- დიაგნოსტიკური ტესტი N1, N 2 .ტესტი ჩატარებულია ელ. ვერსიით).

კვლევის დიზაინი (ძირითადი საკვლევი კითხვები, მთავარი ორიენტირები):
 კვლევის დაწყებამდე ჩამოვაყალიბ, თუ რა იქნებოდა ჩემი კვლევის მთავარი ორიენტირი, რის მიხედვითაც შევიმუშავე   მთავარი საკვლევი კითხვა - როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში?

საკვლევი პრობლემის აქტუალობის დასადგენად ჩავატარე ანკეტირებული გამოკითხვა  დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან  და კლასის მშობლებთან, ასევე ჩავწერე ინტერვიუ,რომლის შედეგად გამოიკვეთა პრობლემა, თუ რა იწვევს მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის სიმწირეს და რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
მთავარ კითხვაში  დასმული  პრობლემის დაძლევის მიზნით შევიმუშავე შემდეგი ქვეკითხვები:

·                      რა ფაქტორი უშლის ხელს მოსწავლეს გაიაზროს წაკითხული ტექსტი?
·                      როგორ შეიძლება მოსწავლეთა პროვოცირება ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად?
·                      როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის მუდმივად გამდიდრებაში, რაც                        რთული ტექსტების გააზრების აუცილებელი საწინდარია?
·                   ყველაზე ეფექტურად რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება მოსწავლეებში                  ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად?
·                  შეფასების რომელი ინსტრუმენტები დამეხმარება ყველაზე უკეთ მოსწავლეთა პროგრესის                 გასაზომად?
·                      რამდენად არიან ჩართული მშობლები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში?

აღნიშნულ  კითხვებზე  პასუხების  გასაცემად შევარჩიე  ადეკვატური კვლევის მეთოდები და შევიმუშავე კვლევის გეგმა.
გამოიკვეთა სამიზნე ჯგუფები: 1) III კლასის მოსწავლეები, 2) მოსწავლეთა მშობლები  3)დაწყებითი კლასების პედაგოგები.
  • ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული ფაქტორების შესწავლა;
  • მოსწავლეთა სამიზნე ჯგუფების საჭიროებათა დადგენა და ანალიზი;
  • სპეციალური სასწავლო პროგრამის შემუშავება სამიზნე ჯგუფებისათვის;
  • მოსწავლეთა მიღწევების პერიოდული მონიტორინგი და შეფასება.
ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების გადაჭრა:
  • გარკვევა იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ მშობლები წიგნიერებას, კერძოდ  ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
  • დადგენა, მშობლები და მასწავლებლები რა მეთოდებით ცდილობენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებას.
დავსახე აქტივობები, რომელთა განხორციელების შედეგად მოსწავლეები შეძლებდნენ ლექსიკური მარაგის გამდიდრებას:
  • მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა, (რჩევების მიცემა)  თუ როგორ გავუმდიდროთ ბავშვებს ლექსიკური მარაგი;
  • რჩევები ბავშვებს ახალი სიტყვების შესასწავლად (დამოუკიდებლად)
  • ლექსიკური მარაგის გასამდიდრებელი ეფექტური მეთოდისა და რესურსების ხშირად გამოყენება.
   ვფიქრობ, აღნიშნული კვლევის შედეგად  შესაძლებელი გახდება პრობლემათა იდენტიფიცირება და მიზანმიმართულად დაგეგმილი ინტერვენციების გამოყენებით მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდება მოსწავლეთა  შედეგები.

3. ლიტერატურის  მიმოხილვა
   კვლევის დაწყებამდე გავეცანი ლიტერატურას წიგნიერების მდგომარეობის შესახებ, სხვადასხვა მეცნიერულ ნაშრომებს. ცხადია, კითხვა საკმაოდ  მძიმე შრომაა! გაწაფული მკითხველი ხშირად ვერ აღიქვამს რამხელა ენერგიასა და კონცენტრაციას მოითხოვს უცნობი სიტუაციებით სავსე ტექსტის წაკითხვა.როცა ბავშვებს წინადადებაში თითოეული სიტყვის დეკოდირება უწევთ,ისინი ფრუსტაციას განიცდიან და ტექსტის შინაარსსაც ვეღარ იაზრებენ. სიტყვების სწორად წარმოთქმას იმდენად დიდ ყურადღებას უთმობენ, რომ მნიშვნელობის აღქმა უძნელდებათ.კითხვის სპეციალისტები აღიარებენ, რომ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული წაკითხულის გააზრების უნართან და ზოგადად, მოსწავლის აკადემიური წარმატებებთან. ბავშვებს კითხვას იმისთვის ვასწავლით, რომ მათ ცოდნის მიღება შეძლონ. საწყის ეტაპზე კითხვა    ბავშვის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ნელ-ნელა კი ის ავტომატურ პროცესად ყალიბდება.  ადრეულ ასაკში კითხვის უნარის განვითარების შეფერხება და სიტყვის აღქმისა და გშიფვრის სირთულე ბავშვს კითხვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას უჩენს, რის გამოც კითხვის ავტომატიზაციის პროცესი ფერხდება.მასწავლებლის მთავარი როლი შემდეგია: მისცეს მოსწავლეს საბაზისო ცოდნა და საჭირო ლექსიკა არსებითი დეკოდირებით; განუვითაროს გაგების უნარები, რათა მას კვლავაც ჰქონდეს ძლიერი სურვილი წაიკითხოს და ისწავლოს. გარდა ამისა, მასწავლებელმა  უნდა დაგეგმოს, თუ როგორ  წაახალისოს და დამოძღვროს  მოსწავლე სხვადასხვა საინტერესო სტრატეგიების გამოყენებით. (კეროლინ ჩეპმენი;  რიტა კინგი ,,კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები“2016)
როგორც სპეციალისტები განმარტავენ ადამიანს გააჩნია ლექსიკური მარაგის ორი ტიპი: აქტიური და პასიური. აქტიურიმოიცავს სიტყვებს, რომლებსაც ის ლაპარაკის და წერის დროს იყენებს. პასიურ მარაგს ის სიტყვები წარმოადგენს, რომლებსაც ის იგებს კითხვისას თუ მოსმენისას, მაგრამ არ გამოიყენებს მათ სალაპარაკო ენასა და წერაში, ამიტომ პასიურ სიტყვათა მარაგი რამდენჯერმე აღემატება აქტიურს.მეცნიერთა აზრით, სიტყვათა მარაგის შესავსებად კარგი საშუალებაა კლასიკური პოეზია და პროზა. სალაპარაკო ენის გამდიდრებისათვის კი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ კლასიკა. სიტყვათა მარაგის შესავსებად კითხვის გარდა რეკომენდებულია ასევე ლექსების დაზეპირება, ენციკლოპედიის შეთვისება და კროსვორდების ამოხსნაც კი.  (თამარ კაციტაძე ,,რჩევები სიტყვის მარაგის გასამდიდრებლად” 21 ოქტომბერი 2014mastsavlebeli.ge
  სიტყვების ცოდნა წაკითხულის გააზრების მთავარი საყრდენია და პირიქით, ხშირად ტექსტის არწაკითხვის მიზეზი სწორედ ბევრი უცნობი სიტყვაა. ზოგადად  წიგნიერების და კერძოდ, ლექსიკური მარაგის გამდიდრება დამოკიდებულია  სოციალკულტურულ კონტექსტზე. თუკი მოსწავლეს აქვს უნარი გაიგოს იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებსაც იგი ტექსტის კითხვისას აწყდება, შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა სტრატეგია მისთვის უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოსაცნობად, შეიძლება ითქვას, რომ იგი გააზრებულად კითხულობს და სავარაუდოდ, საფუძვლიანად იგებს წაკითხული ტექსტის შინაარსს.  მოსწავლეებს გააჩნიათ კითხვის მიმართ მოტივაციის საკმარისი მუხტი, რომელიც ადვილად გაღვივდება სათანადო ყურადღებისა,  თუ მხარდაჭერის პირობებში და ამ მხარდაჭერაში  უდიდესი  როლი მასწავლებელთან ერთად, მშობლებსაც  ეკისრება.  მაგალითად, „მასწავლებლის წიგნში“ ((ანა ჯანელიძე, ნინო ლაბარტყავა2014) ვკითხულობთ, რომ მკვლევარები ხაზს უსვამენ წიგნთან ურთიერთობის მნიშვნელობას ადრეულ ასაკში. კითხვის მიმართ მოსწავლის/ადამიანის დამოკიდებულება ხშირად განპიობებულია იმით, თუ რამდენად ინტენსიურად ჰქონდა მას, ჯერ კიდევ სკოლამდელ ასაკში, ნაბეჭდ მასალებთან შეხება, ანუ რამდენად ხშირად უკითხავდნენ მას უფროსები წიგნებს. მკვლევარები ქანინგემი და სტანოვიჩი შეეცადნენ,გამოეკვლიათ და შეეფასებინათ კლასგარეშე კითხვის მოცულობის უნიკალური როლი კითხვის უნარის, ვერბალური ინტელექტისა და ზოგადი ცოდნის განვითარებაში მე-3-მე-5 კლასების მოსწავლეებს შორის. მკვლევარები უშვებდნენ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც ბევრს კითხულობენ, ტექსტის გაგების უკეთესი უნარი აქვთ, რაც თავისთავად ხელს უწყობს ლექსიკის განვითარებას.ამ შემთხვევაში კი, რთულია, ცალკე გამოიყოს მხოლოდ კითხვის მოცულობის ეფექტი. სხვადასხვა კვლევისა და სტატისტიკური მეთოდის გამოყენების შედეგად, მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, კითხვის მოცულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბავშვების ლექსიკურ მარაგსა და ზოგად ცოდნაზე. ტექსტის გაგების ერთნაირად სუსტი უნარისა და ერთნაირად სუსტი ზოგადი უნარების მქონე ბავშვებს შორის განსხვავება, ლექსიკური მარაგისა და ზოგადი ცოდნის თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენს კითხულობს ბავშვი. რაც უფრო მეტს კითხულობს ის, მით უფრო მდიდარია მისი ლექსიკა და ფართოა ზოგადი ცოდნა, მიუხედავად ისეთი შემაფერხებელი ფაქტორებისა, როგორიცაა: შედარებით დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი, სისუსტეები ზოგადი უნარებისა და ტექსტის გაგების უნარის კუთხით. ერთ-ერთი კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ზრდასრული ადამიანების ზოგადი ცოდნა, მიუხედავად მათი ზოგადი უნარებისა, უფრო ფართო იყო აქტიური მკითხველების შემთხვევაში და უფრო ვიწრო-სატელევიზიო გადაცემის აქტიურ მაყურებელთა შორის.
ამრიგად, ყველაზე მეტად ინფორმირებულია ის, ვინც ყველაზე მეტს კითხულობს და ყველაზე ნაკლებად უყურებს სატელევიზიო გადაცემებს. ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში, რამდენიმე მკვლევარმა (ანდერსონი, უილსონი და ფილდინგი) მე-5 კლასის მოსწავლეთა მიერ, რამდენიმე თვის მანძილზე, კლასგარეშე მასალების ყოველდღიური კითხვის ხანგრძლივობა გააანალიზა. ანალიზის შედეგები განსაცვიფრებელია: კითხვის მოყვარული ბავშვები, რომლებიც, კითხვის ხანგრძლივობის თვალსაზრისით,ზედა 10%- შეადგენენ, წელიწადში, საშუალოდ, 200-ჯერ მეტ სიტყვას კითხულობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც კითხვას ყველაზე ნაკლებ დროს უთმობენ (ქვედა 10%). მეცნიერები ვარაუდობენ,რომ სწორედ ბავშვებს შორის კითხვაზე დახარჯულ დროში ასეთი დიდი განსხვავება და ბეჭდური ტექსტის ლექსიკური სიმდიდრე იწვევს მათ შორის, ლექსიკის ფლობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან განსხვავებას. ის მოსწავლეები, რომლებიც თავიდანვე სწრაფად და ეფექტურად სწავლობენ კითხვას, მომდევნო წლებში უფრო მეტს კითხულობენ. ( კითხვის მნიშვნელობა 7მარტი,2012 ანა ჯანელიძე) .
   სკოლაში ბავშვები განსხვავებული ლექსიკური მარაგით შედიან-ეს მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ოჯახის სოციო-ეკონომიურ მდგომარეობასა და კულტურულ მახასიათებლებზე. ბავშვები, რომლებსაც სკოლაში შესვლამდე უფრო მდიდარი ლექსიკური მარაგი აქვთ, სწავლაში უფრო იოლად აღწევენ წარმატებებს. ისინი კი, ვისაც მწირი ლექსიკური მარაგი აქვთ, ნელა და ძნელად აღწევენ იმავე შედეგს. თუ ლექსიკური მარაგის გაზრდასა და გაწაფულ კითხვაში პრობლემები გაუჩნდება, ბავშვი უფრო იშვიათად და უფრო ნაკლებად წაიკითხავს. სწორედ კითხვისათვის თავის არიდება იწვევს ლექსიკური მარაგის სიმწირეს. არ კითხულობ-არ გაქვს მდიდარი ლექსიკა! არ გაქვს მდიდარი ლექსიკა- წაკითხულს ვერ იგებ და ამიტომ არც კითხულობ! სასკოლო ტექსტებს კი ემატება და ემატება მოცულობა, სირთულე... (G-PRIED-ისსასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული- კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VIკლასები, 2015)
 ის, თუ რამდენად იყო ბავშვი სკოლამდელ ასაკში წიგნიერებას ნაზიარევი, პირდაპირპროპორციულია 9–10 წლის ასაკში მის წიგნიერებასთან, რომელიც, საბოლოო ჯამში, მის მომავალს განაპირობებს,“– ამბობს ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც 2006 და 2011 წლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შორის წიგნიერების (PIRLS) საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევის ჯგუფის წევრი და კონსულტანტი იყო საქართველოში.   (წყარო ტამარ გაგოშიძებავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები”2007 .)
   კითხვა თქვენს შვილს უფრო ჭკვიანს ხდის, გადაუჭარბებლად! ეს გახლავთ ფაქტი, რომელიც მეცნიერებმაკანინგჰემმა და სტანოვიჩმა დაამტკიცეს თავიანთ კვლევაში, სახელდობრ – "როგორ მოქმედებს კითხვა თქვენს გონებაზე". გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევაში განაცხადეს, რომ კითხვა არა მხოლოდ გონებრივი განვითარების დონეს ამაღლებს, არამედ ისიც კი შეუძლია, რომ "დაქვეითებული კოგნიტური შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შემეცნების უნარის გაუმჯობესებაში დაეხმაროს".როგორც კვლევა და პედაგოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, გაგება-გააზრების გასაუმჯობესებლად განსაკუთრებით სასარგებლოა ლექსიკის სწავლების ორი მიდგომის გამოყენება: სიტყვების უწყვეტად და რეგულარულად სწავლება (Beck, Perfetti, & McKeown, 1982) და საკითხავი დავალების შესრულებამდე (ან ტექსტის წაკითხვამდე) სიტყვების სწავლება (Brett, Rothlein, & Hurley, 1996; Wixson, 1986).
    პორველი კლასიდანვე მოსწავლეებს ნაბიჯნაბიჯ უნვითარებდი  კითხვისა და წერის უნარებს, ვიყენებდი სახელმძღვანელოს, ტექსტების მიხედვით შექმნილ  ელექტრონულ რესურსებს, უამრავ  აქტივობას. თანატოლებთან, უფროსებთან ურთიერთობისას კი ბავშვები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს მოსაზრებებს, რაც მათ ეხმარებოდა ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ცხადია, ლექსიკური მარაგის გამდიდრება გულისხმობს არა მხოლოდ სიტყვების გარკვეული რაოდენობის მეხსიერებაში შენახვას, არამედ საკითხავი სიტყვების სიმრავლის მუდმივად გაფართოებას, იმის უკეთ გაგება- გაზიარებას, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა განსხვავებულ კონტექსში.ხშირად ხდება, რომ თავიდან მოსწავლის კითხვის უნარი კარგად ვითარდება, მაგრამ მესამემეოთხე კლასში ამ პროცესს სწორედ ლექსიკურ მარაგთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს.
   სწორედ ამ პრობლემას წავაწყდი ჩემს კლასში და საჭიროდ ჩავთვალე  მემუშავა ამ თემაზე, კვლევა წარვმართე პრობლემის გამომწვევი ფაქტორების დასადგენად, აღმოჩნდა, რომ ლექსიკური მარაგის სიმწირე ქმნის დაბრკოლებას მოსწავლეებში გამართული და გააზრებული კითხვისათვის აუცილებელი უნარჩვევების ჩამოყალიბებაში.

კვლევის ვადები

აქტივობა
  დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
ივნისი
პრობლემის იდენტიფიცირება
  +


კვლევის გეგმის შემუშავება
  +
+

 
მონაცემთა შეგროვება  და ანალიზი
  
+
 +
   
 
ინტერვენციის დაგეგმვა
+
+
   


ინტერვენციის განხორციელება
+
+
+
 +
+
შედეგების ანალიზი


+
 +
პრეზენტაცია


 
  +











4.  

4. კვლევის მეთოდები;  მონაცემთა ანალიზი;
  კვლევის წარმატებით განხორციელებისა  და მისი შედეგების სანდოობის მიზნით გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები.
რაოდენობრივი____ანკეტირება
თვისებრივი_____ინტერვიუ; ფოკუს ჯგუფი;
ანკეტირება: საკვლევი თემის  აქტუალობის დადგენისა და მონაცემების დაზუსტების მიზნით, ჩავატარე ანკეტირება. შევადგინე კითხვარი პედაგოგებისათვის (იხ. დანართი 2)      არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის კვლევა ? დაწყებითი კლასების (I-IV) ქართული ენის მასწავლებლების გამოკითხვის შედეგად  გამოიკვეთა,რომ გამოკითხულთა 100 % აღნიშნულ თემას მიიჩნევდა  აქტუალურად, რადგან ანალოგიურ პრობლემის წინაშე  თავადაც დგანან.
   რას მიიჩნევდნენ  დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის  პრობლემის   მიზეზებად?
გამოკითხულთა 80% დაასახელა მოსწავლეთა  წიგნიერების დაბალი დონე და კომპიუტერთან მიჯაჭულობა, ხოლო 20% მშობელთა ნაკლები ჩართულობა.
 ხოლო, თუ რას მიიჩნევდნენ  დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის  პრობლემის გაუმჯობესების  გზად? მივიღე ასეთი შედეგები:  40% -თვლის, რომ პერიოდულად  შესასწავლ ლექსიკურ ერთეულებზე  მრავლფეროვანი სავარჯიშოების შესრულებას;   25% -კითხვა და მრავალფეროვანი თვალსაჩინოების დახმარებით სიტყვების ახსნას.  35%-მშობელთა ჩართულობის  ხარისხის ამაღლებას მოსწავლის  სწავლის პროცესში და   მასწავლებელთან თანამშრომლობას; 

      ფოკუსჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ)
  ჩავატარე მოსწავლეებთან ფოკუსჯგუფი , რომლის მიზანი იყო  დამედგინა,თუ როდის უფრო ამახსოვრდებოდათ ახალი სიტყვები?  გავესაუბრე  კითხვაში დაბალი, საშუალო და მაღალი  შედეგების მქონე მე-3 კლასის  10 მოსწავლეს,  მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად   აღმოჩნდა,რომ  ბავშვები სიტყვების უმრავლესობას არაპირდაპირი, თანმდევი გზით ითვისებენ.
წიგნის დამოუკიდებლად კითხვისას-20%;
 ხმამაღლა კითხვისას და  სიტყვების ახსნისას-35%;
ყოველდღიური საუბრიდან, ტელევიზორიდან და ინტერნეტიდან.-45%; (იხ. დანართი 4)
  ანკეტირება:  (იხ.დანართი3) მოვამზადე ანკეტა რომელიც ითვალისწინებდა მესამე კლასის ყველა მშობლის მონაწილეობას.მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი დამეხმარა, დამედგინა მშობელთა ჩართულობის  ხარისხი მოსწავლის  სწავლის პროცესში და ასევე,  მოსწავლეთა  დამოკიდებულება  კითხვის პროცესის მიმართ. მშობელთა  ანკეტების ანალიზიდან ირკვევა, რომ მხოლოდ გარკვეული პროცენტია რეგულარულად ჩართული შვილის კითხვის უნარის განვითარებაში. მათ შორის უფრო მცირე რაოდენობა კი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ამახვილებს ყურადღებას, მშობელთა ხმების  უმრავლესობა მოდიოდა  პასუხზე - ) ნაწილობრივ.
    ანკეტირების შედეგად მოპოვებული მონაცემების, კიდევ უფრო მეტად, შევსებისა და დაზუსტების მიზნით, ჩავიწერე ინტერვიუ მშობლებთან.  ინტერვიუსათვის შერჩევა მოხდა შემდე პრინციპით: 5 კითხვით დაინტერესებული მოსწავლის მშობელი და 5 ისეთი მოსწავლის მშობელი, რომელსაც ნაკლებად უყვარს წიგნების კითხვა. ინტერვიუმ მშობლებთან დამანახა, რომ წარმატებული მოსწავლეების მშობლები აქტიური მკითხველები არიან, ეხმარებიან შვილებს წიგნიერების დონის ამაღლება,  ხშირად კითხულობენ მათთან ერთად, ესაუბრებიან წაკითხულის შესახებ, ყურადღებას ამახვილებენ ახალ ლექსიკურ ერთეულებზე. ხოლო იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომელთა შვილებსაც არ უყვართ კითხვ და უჭირთ წაკითხულის გააზრება,  დიდ დროს ვერ ატარებენ შვილებთან, ნაკლებად ეხმარებიან კითხვის უნარის განვითარებაში და ვერ იცლიან წიგნების წასაკითხად, რადგან მთელი დღე გასული არიან სახლიდან.  შვილები კი სარგებლობენ ამ სიტუაციით და  კომპიუტერით გართობას ამჯობინებენ.
·         მშობელთა ინტერვიუმ ასეთი შედეგები აჩვენა:
·         უკმაყოფილოა წიგნიერების არსებული დონით 70%
·         ეხმარება კითხვის უნარის განვითარებაში -50%
·         ხარ თუ არა აქტიური მკითხველი-50%
·         წიგნიერების დონე ამაღლდება მასწავლებლისა და მშობლის ერთობლივი მუშაობით-90%
 მშობელებთან ინტერვიუს შედეგების მიხედვით  გამოიკვეთა,რომ წიგნიერების დონის ამაღლება მასწავლებლისა და მშობლების ერთობლივი მუშაობის შედეგადაა შესაძლებელი.  
( იხ. დანართი 5)

     5.  კვლევის ძირითადი მიგნებები
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი მიგნებები:

  •         წიგნიერების დაბალი დონე.
  •  მოსწავლეები ნაკლებად ფლობენ  ტექსტის გაგება -გააზრების  სტრატეგიებს.
  •   შეზღუდული სიტყვების მარაგი
  •  წიგნის კითხვის მოტივაციის არქონა;
  • ლექსიკონების გამოყენების უნარის არქონა
  • ხშირ შემთხვევაში ოჯახური გარემო ხელს არ უწყობს დაეხმაროს ბავშვს აიმაღლოს წიგნიერების დონე, მშობლები არ ცდილობენ აუხსნან შვილებს  გაუგებარ სიტყვები კონტექსტში.
  •   მშობლები არ ეხმარებიან შვილებს შეურჩიონ მათი ინტერესის გათვალისწინებით ასაკის შესაბამისი, საინტერესო, ილუსტრირებული წიგნები;
  •    დროის დეფიციტი.
        6.  ინტერვენციების დაგეგმვა
 კვლევის შედეგებიდან გამომდინარე  შევისწავლე არსებული მდგომარეობა  და პრობლემის გადასაჭრელად დავგეგმე ინტერვენციები, რომელიც ლექსიკური მარაგის გამდიდრებასთან ერთად დამეხმარება მოსწავლეებს განუვითარო  წაკითხულის გაგებისა და გააზრების უნარი.   
 1.საუბარი მოსწავლეებთან თემაზე : რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?
2. ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი    მეთოდებისა და    აქტივობების დანერგვა,სავარჯიშებისა და გრაფიკული სქემებზე მუშაობა საგაკვეთილო პროცესში.
3. ტექტის გაგება- გააზრების სტრატეგიებზე მუშაობა.       
4. მრავალფეროვანი ლიტერატურის კითხვა.    
5. პერიოდული შეხვედრები მშობლებთან და რჩევების მიცემა.

       7.  განხორციელებული ცვლილებები.
   შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები: იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ეფექტური იყო ჩემ მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ინტერვენციები, დავიწყე რეგულარული მონიტორინგი მოსწავლეთა მიღწევების შესაფასებლად.
 ჩატარებულმა საუბარმა რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები?  საინტერესოდ ჩაიარა. მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნების კითხვა, რომ კითხვის პროცესი მათ ამოგზაურებს იმ ადგილებში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილან. განუვითარებს მათ ფანტაზიის უნარს,  აუმდიდრებს ლექსიკურ მარაგს.კითხვის პროცესი ერთგვარი ვარჯიშია გამართული კითხვისა და წაკითხულის გააზრებისათვის,რაც უფრო მეტს კითხულობს მით უფრო ვითარდება ბავშვის უნარები. კითხვა ასევე  წერის უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
მოსწავლეებმა გაითავისეს, რომ კითხვა ერთიანი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა საერთო განვითარებას.
       ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი მეთოდებისა და    აქტივობების დანერგვა,სავარჯიშებისა და გრაფიკულ სქემებზე მუშაობა საგაკვეთილო პროცესში.
      დავიწყე ნაბიჯ-ნაბიჯ  საგაკვეთილო პროცესში  ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი მეთოდებისა და აქტივობების დანერგვა. სავარჯიშების, გრაფიკული სქემების გამოყენება,რომელიც  დაეხმარება მოსწავლეს იმ სიტყვების ათვისებაში, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად ან საერთოდ არ ხვდება, რადგან  სიტყვების სხვადასხვა სავარჯიშოებსა და მრავალფეროვან კონტექსტში გამოყენების აქტივობებს გაცილებით უკეთესი შედეგი მოაქვს, ვიდრე თვით ამ სიტყვების ან მათი განმარტებების დაზეპირებას. მოსწავლეებთან ვიმუშავე და დავნერგე შემდეგი აქტივობები:
·         მეთოდის/აქტივობა:  ,, სიტყვის სკივრი“ კლასში დავდგით სიტყვის სკივრი, სადაც მოსწავლეები ყრიდნენ ტექსტში არსებულ გაუგებარ სიტყვებს, მომდევნო გაკვეთილებზე ხდებოდა მათი  მნიშვნელობის განმარტება და წინადადებების შედგენა.
       მეთოდის/აქტივობა:,, სიტყვების გამომძიებელი“ მოსწავლეებს უმდიდრებს ლექსიკურ მარაგს, აჩვევს ვარაუდების გამოთქმას სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით,სწავლობს სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით.
         მეთოდის/აქტივობა: ,,სიტყვის ვერბალური და ვიზუალური ასოციაციის რუკა“ ერთ-ერთი სქემატური აქტივობაა ლექსიკურ ერთეულებზე სამუშაოდ. მოსწავლეები შეავსებენ სქემას მასწავლებლის მიერ წინასწარ შერჩეულ სიტყვაზე, რომელიც ეხმარება მათ ახალი სიტყვის გააზრება-დამახსოვრებაში, ტექსტის გაგება-გააზრებაში, წარმოსახვის და ფიქრის უნარის გააქტიურებასა და დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევებისს გამომუშავებაში.
·   მეთოდის/აქტივობა: ,,დაკარგული სიტყვები მოსწავლეები შეავსებენ ტექსტის მონაკვეთს, რომელშიც გამოტოვებულია რამდენიმე სიტყვა. ამ მეთოდის გამოყენებით მოსწავლე იმდიდრებს ლექსიკურ მარაგს და სწავლობს საჭირო სიტყვების ამოცნობას კონტექსტის  მიხედვით.
       მეთოდის/აქტივობა:,,ლექსიკური რუკამასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს აირჩიონ უცნობი სიტყვებიდან ერთ-ერთი. მოსწავლეები ლექსიკონში ეძებენ მის განმარტებას  და ასახელებენ სინონიმს, ანტონიმს და ქმნიან წინადადებას ამ სიტყვის გამოყენებით.
      ავშვები აკვირდებიან სიტყვების გროვას და ეძებენ მასწავლებლის  მიერ მითითებული დავალების შესაბამის სიტყვებს.

        მეთოდის/აქტივობა:,,მნიშვნელოვანი სიტყვები“ ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეები სწავლობდნენ მთავარ და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევას და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი სიტყვების გამოყოფას.        მეთოდის/აქტივობა:,,ფანტაზიორები და რეალისტები’’ ორ ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები ერთი და იმავე სიტყვების გამოყენებით ადგენდნენ ფანტასტიკურ და რეალისტურ წინადადებებს.
ტექსტის გაგება- გააზრების სტრატეგიებზე მუშაობა.აზროვნება და მეტყველება ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია, ამიტომ მოსწავლეებს შევასწავლე ტექსტის გაგება-გააზრების მეთოდები/აქტივობების გამოყენება.
მეთოდის/აქტივობა-,,პერსონაჟის რუკა’’მოსწავლეებს ეხმარება ტექსტის პერსონაჟის შესახებ ყველა ინფორმაციის მოძებნაში, გააზრებასა და დასკვნების გამოტანაში. არგუმენტების უნარის განვითარებაში.
,,ურთიერთსწავლების“ მეთოდი ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა წაკითხულის გასააზრებლად, მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფში, ირგებენ სხვადასხვა ,,როლს“ და ტექსტის დამუშავებისას თავად წარმართავენ ,,სწავლებისა“ და ,,სწავლის“პროცესს.
მეთოდის/აქტივობის ,,ხუთი კითხვის“გამოყენების დროს მოსწაველეები ავსებენ ხუთსვეტიან ცხრილს და თითოეულ სვეტში წერენ დასმული კითხვის შესაბამის ინფორმაციას, იაზრებენ ნაწარმოების სიუჟეტის ხაზს. სწავლობენ ინფორმაციის გამოყოფა-დახარისხებას; ივითარებენ ანალიზის უნარს.
მეთოდი/აქტივობა:,, კითხვები და პასუხები“ (QAR) QAR-ის სტრუქტურა მოსწავლეს ეხმარება პრობლემის გაგებაში, ანალიზსა და შეფასებაში. სხვადასხვა სახის კითხვის დახმარებით, მოსწავლეები იგებენ, რომ სწორი პასუხი შეიძლება მოითხოვდეს არა მარტო ინფორმაციის წაკითხვას, არამედ ანალიზსა და ინტერპრეტაციას, გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, აზრს, იშველიებენ გამოცდილებას წაკითხულის ირგვლივ და ახდენენ ფაქტის ან მოვლენის შეფასებას.მეთოდი/აქტივობა: ,,დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
  მრავალფეროვანი ლიტერატურის კითხვა.
ვიზრუნე კლასში წიგნიერი გარემოს შექმნაზე. დავნერგეთ ასეთი პრაქტიკა,ბავშვები ყოველი კვირის განმავლობაში ერთმანეთს უცვლიდნენ საბავშვო წიგნებს, ავსებდნენ კითხვარებს  ცხრილში -,,გაიაზრე ტექსტი“ და შემდეგ კი ერთმანეთს უზიარებდნენ წაკითხული მოთხრობების შთაბეჭდილებებს. ასევე მათ მიერ მოტანილი საბავშვო  წიგნებით მოვაწყვეთ საკლასო ბიბლიოთეკა. მოსწავლეები  დასვენებების პერიოდში არჩევდნენ მათთვის სასურველ მოთხრობას, კითხვაში გაწაფული ბავშვები თავიანთ ირგვლივ შემოიკრებდნენ მეგობრებს და უკითხავდნენ.
 კითხვის მოტივაციის გასაზრდლად მოსწავლეებს ვუგზავნიდი ჩემ მიერ შექმნის ელექტრონულ  წიგნებს, რომელსაც ვახმოვანებდი ბავშვების დახმარებით.

პერიოდული შეხვედრები მშობლებთან და რჩევების მიცემა.
  დავიწყე მშობელებთან აქტიური თანამშრომლობა. მათ სისტემატურად ვაწვდიდი ინფორმაციას მოსწავლეთა მიღწევა/წარუმატებლობასთან დაკავშირებით.დღეს ხშირად გაიგონებთ, რომ თანამედროვე ბავშვებს უჭირთ აზრის სათანადოდ გადმოცემა, მოყოლა, შეცდომების გარეშე საუბარი მათ სიტყვების მარაგი, ლექსიკონი არ აქვთ, რაც გარდა იმისა, რომ უწიგნურების ბრალია, სიტყვიერი ურთიერთობების სიმწირის და კომპიუტერსა და ტელევიზორზე მიჯაჭვულობის შედეგიც არის.სიტყვათა მდიდარი მარაგი, რომელსაც ბავშვი აზრის გადმოცემის დროს გამოიყენებს, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდება სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც, ხშირად კარიერული წარმატებაც და ადამიანთა კეთილგანწყობა, ავტორიტეტის გამყარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ორატორულ ნიჭთან, აზრების მკაფიოდ და ლამაზად გადმოცემის უნართან. როცა ადამიანი კარგად მეტყველებს, ყველას უნდა მისი მოსმენა,ამიტომ ამაზე ადრეული ასაკიდანვე უნდა ვიზრუნოთ. აქვე ვაძლევდი რეკომენდაციებს.

                 8.    რეკომენდაციები და ინტერვენციების შეფასება
რჩევები ბავშვებს ახალი სიტყვების შესასწავლად:
  1.  სიტყვების უმეტესობის სწავლა ხდება კონტექსტში, ამიტომ მისი მნიშვნელობა ეძიე              კონტექსტიდან გამომდინარე.
2.  ახალი სიტყვის სწავლა დიდად ვერ დაგეხმარება, თუ უმალვე დაივიწყებ, საჭიროა სიტყვების
     10-20–ჯერ გამეორება. პატარა ფურცელზე დაწერა თავისი განმარტებით და როგორც კი ახალ
       სიტყვას ისწავლი, დაიწყე მისი გამოყენება.
3.    წარმოთქვი სიტყვა ხმამაღლა და გააქტიურე შენი სმენითი მეხსიერება.
4.     დააკავშირე ახალი სიტყვები უკვე ნაცნობ სიტყვებთან.
5.     გამოიყენე დამახსოვრების სხვადასხვა ხრიკი. სიტყვებზე გაკეთებული პატარა ჩანახატი იმის
      გახსენებაში  დაგეხმარება, თუ რას ნიშნავს სიტყვა.
6.    ჩვევად გაიხადე იმ სიტყვების ძებნა ლექსიკონში, რომლის მნიშვნელობაც არ იცი.
7.   ითამაშე სიტყვებით, რეგულარულად შეავსე კროსვორდი, შეეცადე თავად შეადგინო         კროსვორდები
8.     იყავი ოლიმპიადა,,ევერესტისმეგობარი და დაიცავი მშობლიური ენის სიწმინდე.
 9.   ისწავლე  იმის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ფიქრობ, თუ გაგიჭირდება, დახატე კიდეც.
          მშობლებს შევთავაზე რამდენიმე რჩევა: 
 1.   გამუდმებით ესაუბრეთ ბავშვებს, ის ახალ სიტყვებს მხოლოდ სხვების მოსმენით ისწავლის.
 2.    წააკითხეთ ხმამაღლა, პატარა მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ ისაუბრეთ მომხდარზე, იმსჯელეთ და  
     გზადაგზა უცნობი სიტყვები ახსნაში დაეხმარეთ.
 3.   როცა სეირნობისას საინტერესო ადგილას მოხვდებით, იქიდან ყოველთვის წამოღეთ წვრილმანი ნივთი,
     საღამოს მთელ ოჯახს წარუდგინეთ ეს ნივთი და ბავშვს სთხოვეთ, ყველას უამბოს მის შესახებ.
 4.   ყველა მოვლენას მიუძღვენით პატარ-პატარა საუბრები. თუ ბავშვი რამეს ვერ გაიგებს,   აუხსენით.  
      დაიმახსოვრებს და საჭირო დროს თავისთავად ამოუტივტივდება მეხსიერებაში.
  5. ახალი სიტყვები თავად ასწავლეთ, ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ინფორმაციას.
  6. შექმენით სახლში საკლასო ოთახში არსებული ,,სიტყვის სკივრისანალოგიური ყუთი

  9. მიღებული შედეგების შეჯამება

 2018-2019 სასწავლო წელს III2 კლასში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: ,,ლექსიკური მარაგის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში”. მისი ჩატარების  აუცილებლობა დამანახა საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ. კერძოდ, სასწავლო პროცესში ვხედავდი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ტექსტის  როგორც შინაარსის გადმოცემა, ასევე გაგება-გააზრება. დიაგნოსტიკური ტესტირების  შედეგად აღმოჩნდა, რომ პრობლემას ჰქონდა რამდენიმე გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ მწირი ლექსიკური მარაგი, არ იცოდნენ სიტყვების მნიშვნელობა.
  ამ პრობლემებისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ გადავწყვიტე  ჩამეტარებინა კვლევა და გამეგო, თუ რამდენად დამეხმარებოდა არსებული პრობლემის აღმოფხვრაში სწავლის პროცესში მიზნობრივად გამოყენებული სწავლების ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები. კონკრეტულად კი ის მეთოდები და სტრატეგიები, რომლის მიზანიც და ამოცანაც მოსწავლეთათვის ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ტექსტის გააზრებულად კითხვის უნარის განვითარება იქნებოდა.
     კვლევა წარიმართა წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პირველადი მონაცემთა ანალიზის შედეგად გავატარე შესაბამისი ინტერვენცია. გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა შევამოწმე განმეორებით მეორე ტესტირებით,შევადგინე   ტესტი-,,ამომხტარი სიტყვები?’’. ( იხ. დანართი N1, დიაგნოსტიკური ტესტი 3) დავალებას მოსწავლეთა  რაოდენობის 80%–მა კარგად გაართვა თავი. 20%–მა კი დამაკმაყოფილებლად შეასრულა. ვფიქრობ, გატარებულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო.  შედეგების ანალიზმაც აჩვენა მოსწავლეთა პროგრესი. ცხადი იყო, რომ გაკვეთილზე გამოყენებული იყო მიზანთან შესაბამისი მეთოდები, რომელიც ხელს უწყობდა არსებული პრობლემის მოგვარებას ეტაპობრივად. სახალისო აქტივობები დადებითად მოქმედებდნენ მოსწავლეებზე, მათ მოტივაციასა და ჩართულობაზე. საბოლოო ტესტირებით მიღებულმა შედეგების ანალიზმა კი დაადასტურა შერჩეული მეთოდებისა და სტრატეგიების ეფექტურობა. შედეგი იყო პროგრესირებადი, დამაკმაყოფილებელი.         
        ჩატარებული კვლევის ძლიერ მხარედ ვთვლი მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, მათი მოტივაციის ამაღლებას, კლასგარეშე საკითხავი მასალით დაინტერესებას. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული კვლევით სარგებელი მიიღეს არამარტო მოსწავლეებმა, არამედ კოლეგებმაც და მშობლებმაც. კვლევის ეფექტურად წარმართვისათვის, დაწყებითი კათედრის პედაგოგები ხშირად ვუზიარებდით გამოცდილებას და ვაძლევდით რეკომენდაციებს, რადგან ისინიც მუშაობდნენ სხვადასხა კვლევაზე. კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაციისას, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლექსიკური მარაგის როლი ტექსტის გაგება- გააზრებაში.
    რაც შეეხება მშობლებს, ისინი პერიოდულადა  ასრულებდნენ მითითებულ დავალებებს, რაც საფუძველი გახდა სისტემატიური ურთიერთთანამშრომლობის. ვფიქრობ,აღნიშნული კვლევის პროცესი მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. კვლევის შედეგები გავაცანი კოლეგებს, ისინი დაინტერესდნენ და მომცეს უკუკავშირი,რომ თავადაც გამოიყენებენ განხორციელებულ აქტივობებს კლასში ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.
  ჩემ მიერ მესამე კლასში ჩატარებული პრაქტიკის კვლევის საფუძველზე, შემიძლია დავასკვნა, რომ  მოსწავლეებში მწირი ლექსიკური მარაგის არსებობასთან  დაკავშირებული პრობლემების  მიზეზები შემდეგია:
·           მოსწავლეებს სათანადოდ არ ჰქონდათ განვითარებული ფონოლოგიური უნარები;
·           სწავლა - სწავლების პროცესში  არ იყო გათვალისწინებული თითოეული მოსწავლის სწავლის სტილი და განვითარების ტემპი;
·           ნაკლებად აქვთ განვითარებული ენობრივი ალღო.
·           ცუდად ესმით რასაც კითხულობენ და შესაბამისად, ვერ ახერხებენ წაკითხულის საფუძვლიანად გაგებისთვის საჭირო უცნობი სიტყვების იდენფიცირებას ტექსტში.
·           არ ფლობენ საკმარის წინარე ცოდნას, რაც მათ  დაეხმარება ახალი სიტყვების მნიშვნელობის გაგებაში.
·           მოსწავლეები  იზრდებიან  ნაკლებად წიგნიერ ოჯახურ  გარემოში.
ვფიქრობ, აღნიშნული კვლევა დამეხმარება უფრო სრულყოფილი  გავხადო გატარებული ინტერვენციები, განვაახლო მეთოდები და აქტივობები, რომელთა განხორციელებით  მიღებული შედეგები იქნება  უფრო მკაფიო და დამაჯერებელი.

     10.გამოყენებული ლიტერატურა (ბიბლიოგრაფიის დამოწმება) 

  •     ქეთევან ჭკუასელი, ივანე ჭკუასელი, პედაგოგიკის ზოგადი საფუძვლები, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი 2012წ. 
  •   G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული- კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,(2015) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, სადაც განხილულია დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების მეთოდები. კარგად არის აღწერილი თუ რა  არის ლექსიკური მარაგი და რა კავშირი აქვს მას გაგება–გააზრებასთან. ასევე მოცემულია ეფექტური მეთოდები და რესურსები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.მოცემულია დიაგნოსტიკური ტესტების საინტერესო ვარიანტები.
  •   პ.პაპავა,თ.ჭანტურია. ,,წიგნიერება“ . თბილისი: სამოქალაქო განვითარების სააგენტო, 2012 სახელმძღვანელოში მოცემულია წიგნიერების განსაზღვრება, წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები.
  • კ. ჩეპმენი; რ. კინგი (2016) ,,კითხვის სწავლების განსხვავებული სტრატეგიები“თბილისი: (მეორე გამოცემა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტიტეტი. რომლებიც დამეხმარა მოსწავლეთა საჭიროებებზე მორგებული, მიზანმიმართული და მრავალფეროვანი კითხვის ეფექტური მეთოდებისა და აქტივობების შერჩევასა და სასწავლო პროცესში დანერგვაში.
  •         ირინა სამსონია-,,წიგნიერება ( მასწავლებლის სახელღვანელო); გამომცემლობა მწიგნობარი-2013·    
  •      სოფიო  ლობჟანიძე ,,როგორ წარვმართო ,,პედაგოგიური კვლევები,               https://www.youtube.com/watch?v=w5uXXaowT6g  სადაც მოცემულია პროფესიული რჩევები, თუ რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რა თავისებურებები გააჩნია მას, რა ეტაპები, როგორ     განვსაზღვროთ   საკვლევი თემა, როგორ გადავამოწმოთ გვაქვს თუ არა სწორად შერჩეული პრობლემა, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და სხვა.
  •        კითხვის ხელშემწყობი გარემოს ფორმირებისთვის.(18 ივლისი, 2013)მაია ინასარიძეhttp://mastsavlebeli.ge/?p=2318·         ჩახაია . 10.01.2014. ინტერნეტგაზეთი, პრაქტიკული საკლასო კვლევა, საიტის მისამართი: http://mastsavlebeli.ge/·         კარგი სკოლა- საგანმანათლებლო ვებ პორტალის რესურსები.   მისამართი: http://www.kargiskola.ge/·         ამარ გაგოშიძე ბავშვის ფსიქიკური განვითარების დარღვევები2007 .
  •    G-PRIED-ის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული- კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები,(2015) საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, სადაც განხილულია დაწყებით საფეხურზე კითხვისა და წერის სწავლების მეთოდები. კარგად არის აღწერილი თუ რა  არის ლექსიკური მარაგი და რა კავშირი აქვს მას გაგება–გააზრებასთან. ასევე მოცემულია ეფექტური მეთოდები და რესურსები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში.მოცემულია დიაგნოსტიკური ტესტების საინტერესო ვარიანტები.

 




დანართი #1
დიაგნოსტიკური ტესტი N1(პირველი ვარიანტი)
ნიმუში: მე–3 კლასი
მოსწავლის სამუშაო ფურცელი
მოსწავლე:                                                                                                   თარიღი:
წაიკითხე თითოეული წინადადება. ყოველი წინადადების ქვეშ მოცემულია სამი სავარაუდო პასუხი (ა, ბ, გ). შეარჩიე სწორი პასუხი და შემოხაზე შესაბამისი ასო (ა, ბ ან გ).

პირველი მაგალითი:
 მთიდან ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა.ამ წინადადებაში სიტყვა ანკარა ნიშნავს:
ა) სწრაფს                       ბ) ცივს                           გ) სუფთას
უნდა შემოხაზო პასუხი ბ) კრიალას, რადგანაც ამ წინადადებაში სიტყვა ხასხასა კრიალას ნიშნავს.
მეორე მაგალითი: შემოხაზე შესაფერისი სიტყვა
1.ჭრიჭინა ჭრიჭინებს,   ბატი                      
            ა) ყივის                        ბ) სისინებს                    გ) კაკანებს
უნდა შემოხაზო პასუხი   ბ) სისინებს
2.  ციციქნა ია სკოლაში მოდიოდა.  ციცქნა ნიშნავს:
ა) დიდს                          ბ) საყვარელს                           გ) პატარას
3. ფანჯრიდან იმზირება გახარებული მარი. იმზირება ნიშნავს, რომ:
ა) იყურება                      ბ) უცინის                       გ) ხედავს
4.    ნინომ საჩუქრად კომპიუტერი მიიღო და                                გადახედა სტუმრებს
ა) გულმოსულად            ბ) თავმომწონედ                      გ) ნაღვლიანად
5.   ანი ადვილად მიხვდა პასუხს, რადგან გონიერი გოგონა იყო. რას ნიშნავს გონიერი?
ა) გონებადაფანტულს              ბ) მამაცს                        გ) ჭკვიანს
6. ლექსოს ერიდებოდა თავის ჯილდოებზე ლაპარაკი. მორცხვი და                  ბიჭუნა იყო.
ა) ბოღმიანი                    ბ) გაგულისებული                   გ) თავმდაბალი


                                                      დიაგნოსტიკური ტესტი N2(მეორე ვარიანტი)

ფიჭას აკეთებს
ა) ჭიამაია       ბ)ფუტკარი          გ)პეპელა

2. აივნიდან იმზირება გახარებული ნიკა. იმზირება ნიშნავს, რომ:
ა) იყურება     ბ)იცინის          გ)ათვალიერებს

3. ვახტანგ გორგასალმა ხოხობს ისარი სტყორცნა. რას ნიშნავს სტყორცნა?
ა) მოკლა      ბ)ესროლა       გ)დაარტყა

4. ნინომ ადვილად ამოხსნა ამოცანა, რადგან გონიერი გოგო იყო. რას ნიშნავს გონიერი?
ა) ჭკვიანს    ბ)სწრაფს      გ)დაბნეულს

5. მზე შეიძლება იყოს:
ა) ცხრასხივა     ბ)ცხრათავა         გ)ცხრათავა

6. ტურისტმა მთელი დღის საგზალი მოიმარაგა და ჩანთაში ჩააწყო. რას ნიშნავს საგზალი?
ა) ტანსაცმელს       ბ)საჭმელს       გ)მანქანის ნაწილებს

7. დავითს ყველა ის თვისება ახასიათებდა, რაც ღირსეულ მეომარს გააჩნდა. ის მოხერხებულიც იყო, ჭკვიანიც და ..........
ა) მდიდარიც   ბ)მამაციც  გ)თამამიც

8. მარადმწვანე მცენარეა:
ა) ნაძვი   ბ)მუხა  გ) მსხალი

9.სპილოს აქვს ხორთუმი, არწივს ................
ა) ცხვირი   ბ)ჩლიქი გ) ნისკარტი

10. ორკესტრის ხელმძღვანელს ქორეოგრაფი კი არა ..................... ჰქვია.
ა) რეჟისორი  ბ) კომპოზიტორი   გ) დირიჟორი








დიაგნოსტიკური ტესტი N3 - ,, ამომხტარი სიტყვები’’  (მესამე ვარიანტი)
ნიმუში: მე–3 კლასის                                                                                     თარიღი:    
მოსწავლე:  
                                                              მოსწავლის სამუშაო ფურცელი
                                                                                                                
მოცემულ სიტყვებს მოუძებნე  ადგილი ტექსტში:     მოუღერა,    შეიძურწა,      გააჩაღებდა,     ფუნთუშებსა, ბობოხას,   ღუმელთან,   წამალია,  გაილუმპა,        იტანტალა,  ღუმელში,  მოზელდა,   კოკისპირულ
                                                       მეფუნთუშე კატა
ქალაქის ერთ ძველ უბანში, ნიაღვრის ქუჩაზე, დიდედა ელენეს სახლში საფუნთუშე ჰქონდა.
დილით მოხუცი მეფუნთუშე ღუმელში ცეცხლს   -----------. მერე ფქვილით, შაქრით, საფუარითა და რძით ცომს ------------ და ცეცხლთან მიდგამდა,რომ კარგად აფუებულიყო. იმ ცომისგან დიდიედა ელენე გემრიელ პურებს, ქიშმიშიან -----------და მურაბიან კვერებს აცხობდა.
საფუნთუშეში კატა ცხოვრობდა, რომელსაც მოხუცი მეფუნთუშე  -----------ეძახდა. ერთ დილას ბობოხას გაეღვიძა, ერთხანს თაგვებს სდია,მერე კი -----------მოიკალათა,მაგრამ დიდედა ელენემ ცოცხი  მოუღერა-აბა, მოუსვი აქედან, ცომში ბეწვი არ ჩამიგდოო!
ბოხოხა გაიბუტა და გარეთ გავიდა, გარეთ კი --------------- წვიმდა... ბობოხამ დიდხანს --------------- წყალში, თავიდან ფეხამდე  ----------------  და ცემინება აუტყდა. ამ დროს დიდედა ელენემ კარი გააღო და დაუძახა:- მოდი, ბობოხა, გათბი, ცომი უკვე ----------- შევდგიო!
ბობოხა საფუნთუშეში-------------, ღუმელთან მოკალათდა და ცხრაჯერ მაინც დააცემინა. დიდედა ელენე შეწუხდა,- ვაითუ       გაცივდაო,- პირსახოცით გაამშრალა და საფუარიანი თბილი რძე დაალევინა. საფუარიანი რძე ხომ გაცივების უებარი--------------.





დანართი# 2
ანკეტა -----დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლებისათვის .
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე   მოსწავლეებში მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. თქვენი , როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის.  თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია, არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება .

1 . როგორ ფიქრობთ არის თუ არა მნიშვნელოვანი და აქტუალური დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის პრობლემის კვლევა ?
       ა)  დიახ   აქტუალურია           ბ ) არაა  მნიშვნელოვანი              გ ) არ მიფიქრია

2 . რას მიიჩნევთ   დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის  პრობლემის   მიზეზებად?.
ა) -----------------------------------------------------------------
ბ)------------------------------------------------------------------
გ)-----------------------------------------------------------------
დ)-----------------------------------------------------------------

3 .  რას მიიჩნევთ დაწყებით საფეხურზე მწირი ლექსიკური მარაგის  პრობლემის გაუმჯობესების  გზად?
ა)---------------------------------------------------------------
ბ)---------------------------------------------------------------
გ)--------------------------------------------------------------
დ) ------------------------------------------------------------
                                                                                                                                 გმადლობთ
 



დანართი  #3
ანკეტა -დაწყებითი საფეხურის მშობლებისათვის
მოგესალმებით !
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას დაწყებით  საფეხურზე ლექსიკური მარაგის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში.  თქვენი , როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის .თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია .არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1).ხართ თუ არა აქტიური მკითხველი?
 ა) დიახ
ბ)  არა
 გ) ნაწილობრივ
2) .რამდენად ახერხებთ იკითხოთ  შვილთან ერთად ?
ა) პრაქტიკულად ყოველდღე .
ბ) ვცდილობ ხშირად ვიკითხო მასათან ერთად .
გ)  პრაქტიკულად ვერ ვახერხებ .

3) . რას კითხულობთ შვილთან ერთად ?
ა) მხოლოდ სკოლის სახემძღვანელოს ტექსტებს.
ბ) დამატებით საკითხავ ლიტერატურას.
გ) ორივეს

4) ხართ თუ არა კმაყოფილი წიგნების არსებული დონით?
ა) არა
ბ)დიახ
გ) ნაწილობრივ
5) ეხმარებით, თუ არა შვილს კითხვის უნარის განვითარებაში?
ა) არა
ბ)დიახ
გ) ნაწილობრივ

6).  რა ხერხს მიმართავ თუ  ტექსტში ბავშვისთვის უცნობი სიტყვა შეგხვდებათ ?
ა) ვაგრძელებ კითხვას.
ბ)  ვხსნი კონტექსტის გარეშე .
გ) ვცდილობ ავხსნა კონტექსტში

7) .  წაკითხვის შემდეგ  მსჯელობთ თუ არა ტექსტის ირგვლივ?
ა) არ ვმსჯელობთ
ბ) ნაწილობრივ
გ)  ვმსჯელობთ .

8) . არჩევთ თუ არა საკითხავ ტექტს  შვილის ასაკის შესაბამისად?
ა) ხანდახან  ვცდილობ ავარჩიო ასაკის შესაბამისად
ბ) არ ვაქცევ ყურაღებას რას წავუკითხავ
გ)  აუცილებლად ვარჩევ მისი ასაკის შესაბამის ტექსტს.

9) . როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ტექსტის გაგება -გააზრება ?
ა) როცა ბავშვს ესმის ტექსტი ყველა სიტყვის მნიშვნერლობა .
ბ) როცა ბავშვს შეუძლია გადმოსცეს წაკითხული .
გ) როცა ბავშვს შეუძლია იმსჯელოს,  გამოთქვას საკუთარი აზრი წაკითხულის ირგვლივ.

10). თვლით თუ არა,რომ წიგნიერების დონის ასამაღლებლად მასწავლებელი და მშობელი ერთობლივად უნდა ჩაერთოს ?
ა)  არ არის საჭირო მშობლის ჩარევა
ბ) შვილი დამოუკიდებლად უნდა ჩამოყალიბდეს აქტიურ მკითხველად .
გ) აუცილებელია მასწავლებლისა და მშობლის ჩართულობა,  ბავშვის კარგ მკითხველად ჩამოყალიბებაში.

11) . გამოკითვაში მონაწილეობდა: ა) დედა               ბ) მამა               გ) ბებია               დ ) ბაბუა      
                                                                                                                          
                             
                                                                                                                     გმადლობთ


დანართი#4




დანართი#5










 







 
                     რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
      რეფლექსია სსიპ ქ.თბილისის N154 საჯარო სკოლის III2 კლასის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებლის ნანა კაკაბაძის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ.
 2018-2019 სასწავლო წელს განვახორციელე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: ლექსიკური მარაგის პრობლემები და მათი გადაჭრის გზები მოსწავლეებში,რომელიც გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე.  მიზანი იყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის სიმწირის  მიზეზების შესწავლა, გამოკვლევა და პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა.  კვლევის მიმდინარეობისას გამოვიყენე რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის მეთოდები: ანკეტირება,ინტერვიუ; ჯგუფური ინტერვიუ;
     შედეგის მისაღწევად განვახორციელე   ინტერვენციები, რომლებიც კვლევის პროცესში საჭიროებიდან გამომდინარე დაიგეგმა. ინტერვენციების დაგეგმვამდე ანკეტირებული გამოკითხვა ჩავატარე  პედაგოგებთან და მშობლებთან, მოსწავლეთა და მშობელთა გარკვეულ ჯგუფთან ჩავწერე ინტერვიუ.  მიღებულმა შედეგებმა  მაჩვენა, რომ   მოსწავლეებში ლექსიკური  მარაგის სიმწირის  პრობლემის  აღმოფხვრა შესაძლებელია მასწავლებლისა და მშობლების მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის გაცვლით, მრავალფეროვანი ლიტერატურის კითხვით,სკოლასა თუ ოჯახში წიგნიერი გარემოს შექმნით; მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სწავლებით; ლექსიკის გამდიდრებაზე ორიენტირებული საინტერესო და მრავალფეროვანი მეთოდებისა და აქტივობების დანერგვით საგაკვეთილო პროცესში.
   კვლევისათვის განსაზღვრულ პერიოდში ჩემ მიერ ჩატარდა თანმიმდევრული,სისტემატიური, მიზანმიმართული მუშაობა. მუშაობის პერიოდში ვაწარმოებდი მონიტორინგს და ვადარებდი წინა შედეგს. ვრწმუნდებოდი, რომ კვლევა პროგრესული კუთხით ვითარდებოდა. ჩემ მიერ არჩეული სტრატეგიებით მიზანს ვუახლოვდებოდი.ინტერვენციების შეფასების მიზანიც ეს იყო გამეგო, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა ჩატარებულ მუშაობას,  გაუმდიდრდებოდათ თუ არა მოსწავლეებს ლექსიკური მარაგი. ვფიქრობ, გატარებულმა ინტერვენციებმა შედეგი გამოიღო. განმეორებით ჩატარებულმა ტესტირებამ დამარწმუნა, რომ მივიღე დადებითი შედეგი,  გამდიდრდა მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი, რომელმაც ასევე  აამაღლა მესამე კლასის მოსწავლეებში კითხვისა და ტექსტის გაგება-გააზრების დონე.
    კვლევის წარმართვაში დიდად დამეხმარა მოძიებული ლიტერტურა და იმ კოლეგების  გამოცდილების გაზიარება, რომელთაც უკვე ჩატარებული ჰქონდათ მსგავსი ტიპის კვლევა.
   კვლევის დასრულებისთანავე გადავწყვიტე ჩემი ნაშრომი ლექციური სახით წარმედგინა დაწყებითი კლასის პედაგოგთა კათედრაზე უკუკავშირის მიღების მიზნით.  შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის, რადგან ამ პრობლემას ვაწყდებით თითქმის  ყველა კლასში. ვფიქრობ, მოქმედების      სტრატეგიების იმ თანამიმდევრობით განხორციელება, რაც აღნიშნულ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისას განვახორციელე,გამოადგება კოლეგებს, როდესც  საკუთარ  პრაქტიკაში მსგავს პრობლემას წააწყდებიან.
    პედაგოგებისგან მივიღე ზეპირი უკუკავშირი, რომელიც კვლევის შინაარსობრივ მხარეს ეხება. მათ ძირითადად მოიწონეს ჩემ მიერ განხორციელებული ინტერვენციები და მზად არიან თავიანთ პრაქტიკაშიც დანერგონ მსგავსი ტიპის კვლევები. თუმცა ჩათვალეს, რომ  ლექსიკური მარაგის სიმწირის პრობლემა საბოლოოდ არ გადაჭრილა. პროფესიული განვითარების მიზნით კიდევ უფრო მრავალფეროვანი, განახლებული მეთოდების შემუშავებაა საჭირო,რაშიც მათ დავეთანხმე. 
                                                                                                                               ნანა კაკაბაძე 
                                                                                                                      5 ივნისი, 2019წელი